გია ხუხაშვილი: ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა არის ადამიანი-პაროდია... მასზე ბავშვებიც კი ხარხარებენ
03-06-2017, 07:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი გია ხუხაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას მხრიდან „ყველა საკითხზე“ კომენტარების გაკეთებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მინისტრი „აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობს“.

 


აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 


„გარდა ქმედებებში შეცდომებისა, ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წარმოუდგენელ კომენტარებს ვისმენთ. ამის სიმბოლო გახდა ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა. ის არის ადამიანი-პაროდია. ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ ეს კაცი განათლების მინისტრია. მასზე ბავშვებიც კი ხარხარებენ... არ შეიძლება განათლების მინისტრი აკეთებდეს ყველა საკითხზე კომენტარს. კომენტარი ერთია, მაგრამ კაცი აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობს. ასევე არაადეკვატურად იქცევა პარლამენტის თავმჯდომარე - ის ისტერიული ტონით მუდმივად შეთქმულების თეორიებს ძერწავს და ფეხების ბაკუნით ლაპარაკობს პრეზიდენტზე, რაც ქმნის მძიმე სურათს. დღეს ხელისუფლების მთავარი პრობლემა ოპოზიცია აღარ არის. „ქართული ოცნების“ პრობლემა „ქართული ოცნებაა“, საკუთარი თავის პრობლემა გაუჩნდა ამ ხელისუფლებას და თუ ვინმე დაამარცხებს მას, ეს იქნება მასში ჩაბუდებული უგუნური სისტემა“, აცხადებს გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც ხელისუფლება „ყველა მეთოდით ცდილობს თვითლიკვიდაციას“.

 


„ფაქტია, ეს ხელისუფლება საკუთარ თავს ებრძვის და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ადრე ვამბოდი, რომ „ოცნება“ მაზოხიზმისკენ იყო მიდრეკილი. ახლა გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს სუიციდური ხელისუფლება, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს თვითლიკვიდაციას. აბა რა გითხრათ, ჰყავს თუ არა პატრონი. გამოსავალი არის რადიკალური რეფორმები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი კოლექტიურ მურუსიძეზე. კოლექტიურმა მურუსიძემ ეს ხელისუფლება, რომელიც ნორმალური ადამიანებით არის დაკომპლექტებული, უკვე აიყვანა მძევლად და ხრამში გადაჩეხვისკენ უბიძგებს. თავიდან „ოცნება“ შეეცადა ეთანამშრომლა კოლექტიურ მურუსიძესთან, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. თანამშრომლობა არ გამოვიდა - ამ ურჩხულმა ხელისუფლება მძველად აიყვანა და ის კარნახობს თამაშის წესებს, რაც ძალიან ცუდად დასრულდება!“ ამბობს ხუხაშვილი, რომელიც სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ეხება.

 


„დავაკვირდეთ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს - მურუსიძე, ცერცვაძე და მერე ჩინჩალაძე - ამ სისტემიდან ვერ გამოდიან, ურჩხულს ვითომ ერთ თავს აცლიან და მის ადგილზე უარესი თავი ამოდის. ხელისუფლებას სარეველას გამარგვლის მცდელობა თითქოს აქვს, მაგრამ ეტყობა, არ იციან, რომ სარეველას აქვს საინტერესო თვისება - რამდენიც უნდა ამოაძრო, მაინც ამოდის. სარეველას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოსპობ, თუ მიწას მთლიანად გადააბრუნებ და განაახლებ. ზუსტად ამ პროცესში ვართ. ხელისუფლება სისტემის მძევალია და ვერ თავისუფლდება აქედან, თუმცა სისტემა ჯერ არაა ისეთი ძლიერი, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი იყოს. ძალიან რთული და ძნელი იქნება ამის გაკეთება, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია თეორიულად“, აცხადებს ხუხაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი