თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში, პარასკევის პროტესტის დროს დაღუპული მამაკაცის დასაფლავებაზე თავის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას BBC ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, პარასკევს, ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებებისას ავღანეთის დედაქალაქში 5 ადამიანი დაიღუპა.

„როიტერსის“ ცნობით, პროტესტანტები ქვების სროლით მიიწევდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, ცდილობდნენ პოლიციის კორდონების გარღვევას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს და ჰაერში ცეცხლი გახსნეს.
პროტესტი ქაბულში ოთხშაბათ დილით დიპლომატიურ რაიონში მომხდარ მძლავრ აფეთქებას მოჰყვა, რომლის დროსაც სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა და 400-მა დაზიანებები მიიღო.
პოლიციამ ახალი საპროტესტო ტალღის აგორების შიშით, შაბათს ქაბულის ცენტრალური ქუჩები გადაკეტა.

ოფიციოზმა გააფრთხილა მოქალაქეები თავი შორს დაიჭირონ დემონსტრაციებისაგან, განაცხადა რა რომ ის შეიძლება მებრძოლთა თავდასხმის სამიზნე გახდეს. ცენტრალურ ქაბულში პოლიცია დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებებით და გაძლიერებული ძალებით ახორციელებს პატრულს.
ავღანეთის მთავრობა პირობას დებს, რომ გამოიძიებს დემონსტრაციების დროს გამოვლენილ ძალადობას, როგორც პოლიციის, ისე პროტესტანტების მხრიდან, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებული იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.