რუსეთში, ტვერსკის ოლქში მდებარე დასახლებაში მამაკაცმა 8 ადამიანი ჩაცხრილა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, განაცხადა საგამოძიებო უწყების ოფიციალურმა პირმა სვეტლანა პეტრენკომ.
„ტვერსკის ოლქის საგამოძიებო სამსახურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 8 ადამიანის - ორი ქალის და 6 მამაკაცის - მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“, განაცხადა პეტრენკომ, როგორც ამას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
მასობრივი მკვლელობა კონაკოვსკის რაიონის სოფელ რედკინოს მებაღეობის ამხანაგობის ერთ-ერთ ღონისძიებაზე საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შედეგად მოხდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ „სახლიდან იარაღი გამოიტანა და მასზე მოძალადეები და მოწმეები ჩაცხრილა“.
დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია და უახლოეს დროში საგამოძიებო ქმედებები იქნება განხორციელებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.