აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ თბილისში გატაცებული აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს
04-06-2017, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის თბილისში გატაცებისა და შემდგომ აზერბაიჯანში დაპატიმრების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და დაჟინებით მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლოს იგი და უფრო ადრე დაკავებული ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ ქართული გამოძიება დროულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. 

 


„შეერთებული შტატები შეშფოთებულია 30 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის თბილისში გატაცებისა და შემდგომ აზერბაიჯანში დაპატიმრების გამო. ჩვენ ასევე შეწუხებული ვართ აზერბაიჯანში 25 მაისს სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაპატიმრებით.

 


დაჟინებით მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლოს აღნიშნული პირები, რომლებიც დატუსაღებული არიან საერთაშორისო და ეუთო-ს თანახმად მინიჭებული თავიანთი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელების გამო.

 


ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ქართულ გამოძიებას გატაცებასთან დაკავშირებით და დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ ის იყოს სრული, გამჭვირვალე და დროული“, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შაბათს, 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი