12 ეჭვმიტანილია დაკავებული, რომელთაც ლონდონში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ედებათ ბრალი, განაცხადა Scotland Yard-მა. პოლიციის ცნობით, დაკავების ოპერაცია აღმოსავლეთ ლონდონში, ბარკინგში განხორციელდა. ამჟამად ერთ-ერთი ტერორისტის ბინაში ჩხრეკა ტარდება.
7 ადამიანია მოკლული ცენტრალურ ლონდონში შაბათ ღამით მომხდარი ტერორისტული თავდასხმისას, რომელში მონაწილე სამი თავდამსხმელიც პოლიციამ ცეცლსასროლი იარაღით მოკლა.
BBC-ის ცნობით, თეთრი ფურგონი ადგილობრივი დროით საღამოს 10:00 საათის შემდეგ London Bridge-ზე რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაეტაკა. ამის შემდეგ სამმა მამაკაცმა დატოვა სატრანსპორტო საშუალება და ცივი იარაღით რამდენიმე ადამიანს ჭრილობები მიაყენა ხიდის სამხრეთით მდებარე Borough Market-ში, რომელიც თავისი რესტორნებით და ბარებითაა ცნობილი.
პოლიციის შეიარაღებულმა ოფიცრებმა თავდამსხმელების ლიკვიდაცია 8 წუთის განმავლობაში მოახდინეს.
ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, სულ მცირე 30 ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.
დედაქალაქის პოლიციის კომისრის თანაშემწემ მარკ როულიმ განაცხადა: ეჭვმიტანილები ჩანდა, რომ ასაფეთქებელ ჟილეტებს ატარებდენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ თაღლითობას ჰქონდა ადგილი“.
მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ინციდენტში მხოლოდ სამი თავდამსხმელი იყო ჩართული.
ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა ოფიცერმა სერიოზული დაზიანება მიიღო, როცა ინციდენტზე საპასუხო ქმედებისას თავდამსხმელებმა იგი ცივი იარაღით დაჭრეს, მაგრამ უწყებას არ უთქვამს, რომ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან არის შეუთავსებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.