პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს
05-06-2017, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

„ვიწყებთ დოკუმენტის განხილვას სპაარლამენტო ფორმატში. მიმდინარე კვირის განმავლობაში, დღეიდან პარასკევის ჩათვლით, ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები. ამის შემდეგ დაიწყება განხილვა პლენარულ ფორმატში. გვინდონდა, რომ შემდეგ სესიებზე ჩაგვეტარებინა განხილვები ანუ 12-26 ივნისის კვირაში, თუმცა, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა ჩაინიშნა 16 ივნისს და მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში და გაიმართება პირველი მოსმენით განხილვა. ამის შემდეგ გადავალთ საკომიტეტო განხილვაზე და მისი დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვები და მივიღებთ მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლოს ამ კანონპროექტს. ანუ, როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მოსმენილი, ივნისის ბოლომდე,”, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი