საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის პროექტში ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგი ცვლილებები შევა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„უნდა დაველოდოთ ორ რამეს: საკომიტეტო განხილვებს და ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ გაცხადდება პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება. დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასნახილველად“, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.