პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ზედა ზღვარი დაწესდეს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ვენეციის კომისიისგან ე.წ. ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება. ჩვენ გვახსოვს, რომ კომისიის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს ალტრნატიული ვარიანტი ბონუსთან დაკავშირებით. არც შიგნით, არც გარეთ ბონუსი ნეგატიურად არ ფასდება სამართლებრივი თვალსაზრისით და არამარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება გარკვეული რეკომენდაცია მეტი გასაზღვრულობის თაობაზე.
რა თქმა უნდა, განიხილება ზედა ჭერის საკითხი. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. შეიძლება, დაწესდეს გარკვეული ზედა ზღვრები. ეს შეიძლება, იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, შეიძლება, იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში განსაზღვრულია ბონუსის მოცულობა და შესაბამისად დაცული იქნება მყარად თანასწორობის პრინციპი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.