კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც თავადაც არის ჩართული.
„როგორც თქვენთვის ცნობილია მიმდინარეობს კონსულტაციები. როგორც კი დასრულდება, შედეგები თქვენთვის ცნობილი იქნება. წინასწარი განცხადებებისგან და შეფასებისგან უმჯობესია, შევიკავოთ თავი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით", განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.