5 ივნისს, ღამის 02:00 საათიდან 04:00 საათამდე სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში – თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში შიდამასიური ღრუბლის მასები განეიტრალდა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „დელტა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ჯამში, დამუშავდა 400 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე შიდა მასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80% იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 30 მმ-ს აღემატებოდა.
„ღამის 02:00 საათიდან სეტყვასაშიში კერების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილი იქნა 28 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგადაც, სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტის თავზე წვიმის, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე, მეტწილად, მთის ფერდობსა და დასახლებული პუნქტების თავზე წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.