გიორგი აბაშიშვილი: დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის სულისკვეთება ერთ პოლიტიკოსზე, გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო
05-06-2017, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხდებას ეხმაურება.

 

 

გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის სულისკვეთება ერთ პოლიტიკოსზე, გიორგი მარგველაშვილზე, ანგარიშსწორება იყო.

 

 

„ქართველ ხალხს სურს, აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ წლებში. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას", განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ჩართულობით საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები განხორციელდა.

 


„დესტრუქცია არის ის, რაც შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. ეს დაიგეგმა და განხორციელდა, სამწუხაროდ, პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა, ეს გეგმა, სამწუხაროდ, განხორციელდა, არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს ჯერ კიდევ აზრი კომპრომისს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი