იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 სასამართლოში თავმჯდომარეები დანიშნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დავით მამისეიშვილი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ხემძღვანელად ნატრული აკობია, რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარედ მამია ფხაკაძე, გორის სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დიმიტრი გვრიტიშვილი, ბოლნისის სასამართლოს თავმჯდომარედ თეა ლეონიძე, თეთრიწყაროს სასამართლოს ხელმძღვანელად ვლადიმერ ხუჭუა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელად ლევან მეშველიანი, საჩხერის სასამართლოს თავმჯდომარედ ივანე ყიფიანი, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ თეიმურაზ სიხარულიძე, ხევლაჩაურის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელად ხვიჩა კიკილაშვილი დაინიშნა.
სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა საბჭოს წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერით მოხდა. კენჭისყრამდე კანდიდატებთან მცირე გასაუბრება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.