საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უწყებაში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.
ლევან იზორიამ ომბუცმენს სისტემაში მონიტორინგის განხორციელებისა და პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სახალხო დამცველის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.