ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის, რუსთავის, ფოთის, გორის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და მარნეულის საჯარო სკოლების წერილებთან ერთად, ბავშვებმა ჯარისკაცებს საჩუქრებიც გაუგზავნეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სკოლის მოსწავლეებს საპასუხო ბარათებიც მოუმზადეს და უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნას გეგმავენ.
„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მაშტაბით შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინსტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.