რიჩარდ ნორლანდი: მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს 9 აპრილი, ეს სამწუხარო დღე
09-04-2015, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 
“აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ეს, რასაკვირველია, ძალზედ ტრაგიკული დღე იყო. მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული – ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მტკიცე და წარმატებული ქვეყანაა. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი