ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, კანდიდატის დასახელების პროცედურების შესაბამისად მიიღება.
„პარტიას აქვს თავისი პროცედურები კანდიდატის დასახელების. ეს პროცედურები ჩვენ არ გაგვივლია. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც შედგება პარტიის „ქართული ოცნება“, პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამისი სხდომა და მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ უკვე კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. მე შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენ შესაბამისად უნდა დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მოხდება უახლოეს მომავალში და დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.