ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, პირველ რიგში ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს რამდენჯერმე გაზრდის
05-06-2017, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

„შეხვედრაზე ჩვენი ხედვა წარვადგინეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს თავისი ყველა კომპონენტით, მათ შორის ფისკალური კომპონენტებით. ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ საშუალოვადიან პერსპექტივაში თვითმმართველობის სისტემის ევროპულ სტანდარტს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულება თანმიმდევრული გეგმის შესაბამისად უნდა მოხდეს.

 

 

რაც შეეხება შვიდი ერთეულის გაერთიანებას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი წარვადგინეთ. მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ ლოგიკაზე უნდა იყოს აგებული თვითმმართველობის სისტემა და ეს ლოგიკა ნებისმიერი ერთეულისთვის საერთო მიდგომას უნდა წარმოადგენდეს. ურბანული და არაურბანული დასახლებები არიან ურთიერთქმედებაში და ამ ლოგიკურ პრინციპს ვუბრუნდებით ჩვენ ამ შვიდ ერთეულშიც.

 

 

დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს მეტი უფლებამოსილების და რესურსის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, საუბარია დამატებითი კომპეტენციების მინიჭებაზე. დღევანდელი მონაცემებით თვითმმართველი ერთეულების შემოსავლების ხვედრითი წილი, მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით 4.8%, რაც ევროპულ მინიმალურ სტანდარტზე ბევრად ნაკლებია, რომელიც დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ჩვენი ამოცანაა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, პირველ რიგში ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს რამდენჯერმე გაზრდის“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი