სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. „რუსთავი 2"-ის ცნობით, პანკისელი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალებას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მცხოვრები მისი ოჯახი ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღაკაშვილი სირიაში ავიაიერიშებს ორი კვირის წინ ემსხვერპლა, თუმცა, მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ერაყსა და სირიაში მიმდინარე სხვადასხვა შეტაკებების შედეგად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 24 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.