პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრს, სერგო რატიანსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე გახდა.
სერგო რატიანმა მმართველი ძალისგან მოითხოვა კონკრეტული ვადის დასახელება, რომელშიც საქმის ძიების დასრულება მოხდება.
„თქვენ ამბობთ რომ დღეს არ იქნება დაყენებული ეს საკითხი. მაინტერესებს კომიტეტის წევრებისგან რამდენი დრო გჭირდებათ იმისათვის, რომ გაარკვიოთ თქვენი ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად იქცევა.
შოუ არის ის, რასაც დგამთ თქვენ ამდენი წლის განმავლობაში, ეს გააკეთეთ თქვენ, ეს არ გააკეთეს ჟურნალისტებმა,“-მიმართა რატიანმა კილაძეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებებს „შოუს დადგმის მცდელობა" უწოდა.
„შოუს დადგმის უფლებას არ მოგცემთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და არა ნაკლებ გვტკივა გული ჩვენ ამ თემაზე. ამიტომ შოუს დადგმის უფლებას არ მოგცემთ,“ განაცხადა კილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.