თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამკურნალო დაწესებულება შეემატა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური, უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ჰოსპიტალი.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ამ პარტნიორობამ მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ კლინიკა ღვაწლმოსილი და საამაყო ადამიანის - ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს.
„მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლინიკაში ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები და ადამიანური რესურსი განსაზღვრავს ყოველთვის კლინიკის წარმატებას", განაცხადა პრემიერმა.
კლინიკის განახლებისთვის 15 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია კომპანია „ავერსი-ფარმამ" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.