ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს, პრემიერ მინისტრი გაესაუბრა.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა თბილისში დღეს გაიხსნა. ექიმებმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ამ კლინიკის გახსნაც გააპროტესტეს.
პრემიერმა აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა სთხოვა, რომლებსაც დღეს შეხვდება და მათთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავს.
„სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. ეს ისეთი სფეროა, რომ დღეს არც სახელმწიფოს ცალკე და არც კერძო სექტორს არ შეუძლია ცალკე რამე გააკეთოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია თანამედროვე ძალიან მაღალპროფესიონალი ექიმების სახით, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.