საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თვის ბოლოს აზერბაიჯანის დედაქალაქს ეწვევა. 2015 წლის 27-30 აპრილს ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც ,,ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში” იქნება. ღონისძიებაში 50-მდე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი და ასევე ათეულობით პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიღებს მონაწილეობას. ამ საკითხზე გაზეთი ,,რეზონანსი“ წერს.
აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრის ,,ატლასის” თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში არანაირად არ არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული ქმედება და თბილისს შეშფოთების საფუძველი არ აქვს.
,,ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის კერძო ვიზიტი. საქართველოს ექსპრეზიდენტი საერთაშორისო კლუბ ,,ნიზამის” წევრი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, სანამ მის წინააღმდეგ თბილისში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. სააკაშვილთან ერთად ბაქოს ასზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის ექსპრეზიდენტები და ექსპრემიერ-მინისტრები ეწვევიან. ისინი დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ სირთულეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხერხზე ისაუბრებენ,” – განაცხადა ანალიტიკოსმა ელხან შაჰინღლუმ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია. ის ხშირად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპის ქვეყნებში, თუმცა მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისა, მისი დაკავება და თბილისში ექსტრადირება აზრადაც არავის მოსვლია.
შაჰინოღლუს თქმით, ამას არც ბაქო გააკეთებს, რადგანაც აზერბაიჯანში სააკაშვილს დიდ პატივს სცემენ და ქვეყნის მეგობრად მიიჩნევენ. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართულ-აზერბაიჯანულმა ურთიერთობამ ნაყოფიერების პიკს სწორედ მისი მმართველობის დროს მიაღწია.
,,საქართველოს დღევანდელ მთავრობას მშვენივრად ესმის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მოითხოვს ქვეყნის ექსპრეზიდენტის დაკავებასა და ექსტრადირებას, აზერბაიჯანი ამას არ გააკეთებს, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მეგობარია,” – ამბობს ელხან შაჰინოღლუ.
ამასთან, აზერბაიჯანელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბაქო გეგმაზომიერ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს. ვის მიიწვევენ სტუმრად და ვის არა, ექსპერტის თქმით, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.