პოლიციამ ერთი პირი იმ დროს დააკავა, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა
07-06-2017, 02:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.

 

 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდითა და 17 ვაზნით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 97 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

 

 

 

ბრალდებულის სახლიდან ასევე ამოღებულია: მოყვითალო ფერის ნივთი ფითილით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები - ე.წ. „ატმიჩკები“, ელექტროჩარხი, დამჭერი - ე.წ. „ტისკი“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი, ხელნაწერი ფურცლები სქემატური გამოსახულებებით და მაჯის ორი საათი.

 

 

დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა.

 

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე, 177-ე და 236-ე მუხლებით)", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი