საქართველოს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი ეწვია
07-06-2017, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს.

 

 

ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით, ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

 


მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას.

 


შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საქმიანობაზეც გაამახვილა და კოლეგას გამოცდილების გაზიარების მიზნით JTEC-ში უკრაინელი ექსპერტის მოვლინება შესთავაზა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები კი, 2019 წელს JTEC-ში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. შეხვედრის დასასრულს კი, ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა“ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე მოიწვია.

 


გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 


ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრება და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი