მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა
07-06-2017, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.

 

 

გიორგი ბადაშვილი 1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა.

 

 

2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

 

გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

 

 

29.05.2013-22.11.2013წწ. საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

 

 

2013 წლის 22 ნოემბრიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

 

2014 წლის 21 იანვრიდან - 2015 წლის 2 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა.

 

 

2015-2017 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

 

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი