საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.