საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
თავდაცვის უწყების ცნობით, ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უკრაინელ სტუმრებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი ისტორია და სტრუქტურა გააცნო, შემდეგ კი, მიმდინარე კურსებისა და ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ მინისტრის კითხვებსაც უპასუხა და უკრაინულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
მოგვიანებით სტუმრებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანსაც ესტუმრება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.