მარტვილის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
მარტვილის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცა შესაწამლი პრეპარატი, 4137 ლიტრი ინსექციდი ზონდერი, ზურგსაკიდი შესაშხურებელი აგრეგატი SOLO PORT 423, დამცავი კომბინიზონი, ხელთათმანი, სათვალე, ხმაურის ჩამხშობი ყურის საცობი, რომელიც გადანაწილდება ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული 98 სამუშაო ჯგუფზე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.
ჯგუფის წევრების დატრენინგების შემდეგ დაიწყება ქიმიური წამლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.