ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, არტემ ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
07-06-2017, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.

 


ადიგენის გამგეობის ცნობით, ტურნირი, რომლის ფარგლებშიც, მინი ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები უპირისპირდებიან, მეცხრე წელია იმართება.

 

 

წლევანდელ ტურნირს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგებლის თანაშემწე ზაზა ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

 


„წელს, ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ პირველ საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. შეხვედრა დაღუპული ახალგაზრდის მამის, გურამ ბალახაშვილის ორგანიზებით იმართება", აღნიშნულია ადიგენის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი