საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.
შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.