ილია მეორე: ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს
09-04-2015, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. მსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.


პატრიარქმა დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ წმინდა სახარების მიხედვით უფალმა მოციქულებს ფეხები დაბანა და აზიარა, რითაც მათ სიმდაბლე უჩვენა.


"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს. დღეს აი, მაცხოვარი ჩვენ გვიჩვენებს ამ თავმდაბლობას", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.


მისივე თქმით, ეს დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 53 წლის წინათ სიონში დიაკონად აკურთხეს. პატრიარქის თქმით, იმდენად ბედნიერი იყო, რომ არ სურდა, ლოცვა დასრულებულიყო და სახლში წასულიყო. უწმინდესის თქმით, როცა ყველაფერს მორჩნენ და საკურთხეველი დაალაგეს, მივიდა წმინდა ნინოს ჯვართან, მისი კუკულ-ბარტყუმი გაედო კანდელს და მთელი ზეთი თავზე გადაესხა. პატრიარქის თქმით, იქ მყოფებმა მაშინ თქვეს, რომ ეს იყო ღვთის მადლის ნიშანი.


უწმინდესმა ითხოვა ღვთისაგან, მოგვანიჭოს მადლი, თავმდაბლობა, მორჩილება და ისეთი ცხოვრება, რომელიც სათნო იქნება ღვთისათვის.


პატრიარქის თქმით, დღესვე სამებაში 19.00 საათზე 12-გზის სახარების კითხვა დაიწყება. ქადაგებისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსახურების დროს მოიხსენეს ისინი, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ.


"აქედან ჩვენ გავალთ იმ საშინელ ადგილზე და დავანთებთ სანთლებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავუძლოთ იმ სიძინელეებს, რომელიც არის ადამიანის წინაშე", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Bart
      
References:


Legal supplements similar to steroids

References:
https://coolpot.stream/story.php?title=trenbolone-acetate-6
14 აპრილი 2026 02:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი