ლანჩხუთის გამგებელი ნიგოითის მოსახლეობას ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ესაუბრა
07-06-2017, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებთ ახალი წარმომადგენელი ზაზა წულაძე წარუდგინა. იგი მოსახლეობას ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ესაუბრა.

 


ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, გამგებელმა განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნიგოითში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 397 338 ლარი დაიხარჯა. მოხდა წყლის სისტემის აღდგენა, მოეწყო გარე განათება, ხიდები და მილხიდები; სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები; აღდგა რამდენიმე ხიდი; გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ა.შ. რაც შეეხება სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს ამ კუთხით, 89 946 ლარია ბოლო სამ წელში დახარჯული (თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და მე-2 მსოფლიო ომი მონაწილეთა დახმარების პროგრამა და ა.შ.).

 

 

 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ჩოლობარგში დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება და სოფელს 2017-2018 სასწავლო წლისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ღირებულება 363 326 ლარს შეადგენს.

 


გამგეობის ცნობითვე, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს გაზის მიერთების სამუშაოები. ხუთივე სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

 


მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

 

 

გამგებელი ნიგოითში ასევე სოციალურად დაუცველ ნინო გორგილაძისა და რომან თაბაგარის ოჯახებს ეწვია. თაბაგარის ოჯახში 7 ბავშვი იზრდება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ ტკბილეული და სხვადასხვა სახის სურსათი გაადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი