შსს-ს მაშველებმა, სამაშველო ოპერაციების შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, 20-მდე მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.
„მაშველებმა მთიდან ჩამოიყვანეს დაზარალებულები, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. დაშავებულებს მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებამდე მიიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველია მობილიზებული. ისინი ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ", აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.