სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩარიცხულ ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს, რატი ზედგინიძეს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, რატი ზედგინიძე დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება სასწავლებლად.
„ნიჭიერი ახალგაზრდა აშშ-ს ვირჯინიის შტატის, ქალაქ დენვილის AVERT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მან 4 წლიანი სასწავლო კურსის 80 000 დოლარიანი დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოიპოვა. უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოში დაიწყება, რატი კი პირველი მოსწავლეა რეგიონიდან, რომელიც სწავლას ამერიკაში გააგრძელებს“, აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

მხარის გუბერნატორმა და ასპინძის გამგებელმა ნიჭიერ ახალგაზრდას მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ამასთან იმედი გამოთქვეს, რომ იგი მაგალითი იქნება მხარეში და მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.