საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგი დედოფლისწყაროდან დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიწისქვეშა ბიძგი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22 კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15 კმ-ში დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.