ხუთშაბათს, 8 ივნისს, დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით 40 000-ზე მეტი საარჩევნო უბანია დარეგისტრირებული, რომლებიც ბრიტანეთის დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 22:00 საათზე დასრულდება.
როგორც BBC იუწყება, საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა დაახლოებით 46.9 მილიონმა ამომრჩეველმა, რომელიც საერთო ჯამში 650 დეპუტატს აირჩევს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2015 წელს, 46.4 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.
ზოგიერთმა ამომრჩეველმა უკვე ხმა მისცა ფოსტის მეშვეობით, რომელმაც 2015 წლის არჩევნებში საერთო ელექტორატის 16.4% შეადგინა.
2015 წლის არჩევნებში, როცა „კონსერვატორებმა“ 650 ადგილიდან 331 მოიპოვეს, მონაწილეთა საერთო რაოდენობა 66.4% იყო, უფრო მაღალი ვიდრე 2010 წელს.
BBC-ის ცნობით, საარჩევნო უბნების უმრავლესობა სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, საეკლესიო დარბაზებშია განლაგებული, მაგრამ წარსულში ხმის მისაცემად ლუდხანები, სამრეცხაოები და სასკოლო ავტობუსებიც იყო გამოყენებული.
მოელიან, რომ არჩევნების პირველადი შედეგები შუაღამისას გამოცხადდება, ხოლო საბოლოო შედეგები პარასკევს, შუადღისთვის გახდება ცნობილი.
არაჩვეულებისამებრ, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად არ ტარდება ადგილობრივი არჩევნები, ამგვარად არჩევნების შედეგები უფრო ადრე შეიძლება გახდეს ცნობილი, ვიდრე ამას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.
თემთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის ერთმა პარტიამ 326 ადგილი უნდა მოიპოვოს - 2015 წელს „კონსერვატორთა“ უმრავლესობა 13:34 საათამდე არ დადასტურებულა. დევიდ ქამერონის ხელმძღვანელობით 2015-ში „ტორებმა“ 331 ადგილი მოიპოვეს, რაც 5-ით აღემატებოდა უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო დეპუტატთა რაოდენობას.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, ხუთშაბათს წვიმები იქნება სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ღრუბლიანი და მშრალი ამინდია მოსალოდნელი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს 10:00 საათზე დაიკეტება, მაგრამ ოფიციოზის განცხადებით, ყველას, ვინც ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე რიგებში იდგებიან, თავიანთი ხმების მიცემის საშუალება ექნებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.