უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოს რაიონში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. კიევის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, საქმე „ტერაქტის“ მუხლით არის აღძრული.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ინციდენტის შესახებ ღამით, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე გახდა ცნობილი.
„დათვალიერებისას (შემთხვევის ადგილის) გამოვლინდა, რომ უცნობმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა“, ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურის მონაცემებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლითაა („ტერორისტული აქტი“) აღძრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.