[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისი საქმეზე ნინო ბურჯანაძის დაკითხვას დაესწრო.
"ეს იყო ცინიზმი, პოლიტიკური სიბრიყვით სავსე პოლიტიკური ლექცია ადამიანისა, რომელიც ღიად შეეკრა საქართველოს მტრებს. ამ კონკრეტულ საქმეზე ყველა მისი ნაბიჯი მიმართული იყო ძალადობისკენ და სისხლის ღვრისკენ. 26 მაისს ყველა შესაძლებლობა იყო, რომ აერიდებინა ძალადობა თავიდან არა თუ არ გამოიყენა, პირიქით იყო მოწოდებული, რომ ადგილი ჰქონოდა ძალადობას.
ეს დღეს კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, იმდენად წინააღმდეგობრივი იყო მისი განცხადებები", - განაცხადა ბოკერიამ. ასევე, გიგა ბოკერიამ აბსურდი უწოდა ბურჯანაძის იმ განცხადებს, რომლის თანახმადაც, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, 2008 წლის აგვოსტოს ომის პერიოდში, ის სააკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე ეხმარებოდა. ბურჯანაძის დაკითხვა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
http://pia.ge/show_video.php?id=2973&lang=geo
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.