საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ძირითად საკითხებს სარეზერვო სისტემა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონცეფცია წარმოადგენდა.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა წვევამდელთა ახალი სისტემა დაიხვეწოს და გახდეს სრულყოფილი.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და აღნიშნული საკითხების განხილვას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.