პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა
08-06-2017, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი ინიციატივით მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ.

 


„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. მივიღეთ გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ ინიციატივით, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს. ვფიქრობთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა," განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი