„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციების სისუსტე 7 ივნისს გამართულ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც დადასტურდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ უკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს.
„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა მათ შორის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხებს საქართველოს სვლას ნატოსკენ, თითქოს ეს გამოიწვევს მორღვევას ინსტიტუციური სისტემის. აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ პირიქით - თვისებრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციაში, პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.