დაკავებულის ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შესახებ, აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულ დ.გ.-ს მიმართ სავარაუდოდ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანდო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
ომბუდსმენის თქმით, ამ ადამიანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და საქმეში არსებობს სპეციალური მტკიცებულებები.
„იზოლატორმაც კი უარი განაცხადა ამ პირის მიღებაზე იმის გამო, რომ ასეთი დაზიანებები აღენიშნებოდა მას. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს გამოძიება, რა გარემოებებში მიიღო კონკრეტულმა დაკავებულმა ის დაზიანებები, რომელიც მას სხეულზე აღენიშნება და ასევე, უნდა მოხდეს გამოძიება იმ მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც მასზე განხორციელდა”, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ „ბრალდებულმა დ.გ.–მ 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით დილის 3–დან 4 საათზე დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა.
დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.