პროკურატურაში დ.გ.-ს დაკავებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელების მხრიდან დ.გ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შეეხებოდა, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან დ.გ.-ს დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ.გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულმა დ.გ.-მ განაცხადა, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილების თანამშრომლებმა 2017 წლის 5 ივნისს დაკავებისას, ქ.თბილისში, გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამ ეტაპზე აქტიურად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.