საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები
08-06-2017, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო უწყებას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა აშშ-ში რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, მიმდინარეობს დეტალების გარკვევა.

 

 

„ჩვენც ცოტა ხნის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია და ვარკვევთ დეტალებს. ჩვენს გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. როგორც კი იქნება დამატებითი დეტალები მოგვაწვდის გენერალური საკონსულო. მოგეხსენებათ, დროში განსხვავებაა, ახლა იქ ღამეა და როგორც კი გათენდება გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ საქმეში და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნიუ იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.

 

 

დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

 

 

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულ 15 ქართველს შორის, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები იყვნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი