ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს
08-06-2017, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, შემოთავაზებული რეფორმა დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს გააძლიერებს და გააუმჯობესებს.

 


საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ კომისია მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს.

 

 

„შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს. აღნიშნულით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია მიმართული საპარლამენტო სისტემისკენ, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით დაიწყო და წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს.

 

 

2010 წელს გამოთქმულ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გამოთქვა პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომ გაძლიერებასა და უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის პროცედურის გადახედვასთან დაკავშირებით. შეთავაზებული რეფორმა შეესაბამება ამ მიზნებს და ვენეციის კომისია მხოლოდ მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს.

 

 

საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იქნას შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით“,  ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი