კახეთის რეგიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
08-06-2017, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

7-8 ივნისს „დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული, გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 360-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.

 


აღნიშნულის შესახებ Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს.

 


„7 ივნისის დილის საათებიდან სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა მეტეორადარიდან მიღებული ინფორმაციით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დააფიქსირა. ნალექის შემოდინება 8 ივნისის დილის საათებამდე გაგრძელდა და მაისმა საერთო ფართობმა 3985 კმ2 შეადგინა.

 

 

სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, 30 მმ-მდე დიამეტრის სეტყვის მარცვლების მოსვლა საერთო ჯამში 51400 ჰექტარზე იყო მოსალოდნელი, რაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ დაცული სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების მთლიანი ფართობის 19%-ს შეადგენს.

 


7 ივნისის 12:40 საათიდან 8 ივნისის დილის 06:21 საათამდე 11 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა ეტაპობრივად დამუშავდა საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში.

 


ზემოქმედების შედეგად უმცირესი ზომის სეტყვის მარცვლები მხოლოდ ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა, ნალექის უმეტესი ნაწილი კი დანარჩენ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა", აღნიშნულია „დელტას“ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი