ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დავით ქალიაშვილი და ნიკოლოზ ვეკუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, "ეროვნული სატყეო სააგენტოს" შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომელმა, დავით ქალიაშვილმა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე წიწვოვანი ჯიშის ნარგავის უკანონოდ ამოთხრისა და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გარკვეული თანხა გამოართვა.
ასევე, "ეროვნული სატყეო სააგენტოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომელმა ნიკოლოზ ვეკუამ, თავის სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კანონიერი სახის მიცემის მიზნით გასცა ყალბი დოკუმენტი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით რაც ითვალისწინებს თავლისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხა წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.