საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი გაიხსნა
09-06-2017, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგების საშუალება ელიას მთაზე განახლებულ მემორიალთანაც აქვთ.

 


განახლებული მემორიალი ოფიციალურმა პირებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გახსნეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მებრძოლები გაიხსენა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.

 


ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სამხედრო ვეტერანებმა თანამებრძოლები და საბრძოლო მოქმედებები გაიხსენეს.

 


მემორიალი საინგილოს მე-5 ჩიხში არსებულ სკვერში მდებარეობს და მასზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული 110 გმირის სახელი და გვარია დატანილი. სხვადასხვა დროს აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა შავნაბადას ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს, სადაც აღიმართა პირველი სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი.

 


სამხედრო ქვედანაყოფების სადისლოკაციო ადგილების შეცვლის შემდეგ, ობელისკის განახლების საკითხი დღის წერიგში დადგა. მემორიალი ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით აღადგინა.

 


ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, გმირთა ხსოვნის მემორიალი შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. მოწვეულმა სტუმრებმა ძეგლი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართა. საღამო მუსიკალურად ანსამბლმა „მართვემ“ გააფორმა.

 


ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 


ღონისძიება ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ხელშეწყობით ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი