სააპელაციო სასამართლომ თურქეთში მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავსუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა
09-06-2017, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააპელაციო სასამართლომ თურქეთში მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავსუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენი, რომლითაც სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ელნურ ანტესოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 


სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა: ელნურ ანტესოვმა, აზადე ომაროვამ და ვუგარ გულიევმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს  სამი პირის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის განზრახ მკვლელობა.  სამართალდამცველებმა ე. ანტესოვი, ა. ომაროვა და ვ. გულიევი 2016 წლის 8 ივლისს, ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში  განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.

 


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელნურ ანტესოვის თანამზრახველებს: ვუგარ გულიევს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო აზადე ომაროვას - ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი