თავდაცვის სამინისტროს რუმინეთის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი ესტუმრა
09-06-2017, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი რუმინეთის კაროლ პირველის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, პოლკოვნიკ გეორგე კალოპარეანუს შეხვდა. შეხვედრას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმრებთან ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილა. საუბარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ნუკრი გელაშვილმა და პოლკოვნიკმა გეორგე კალოპარეანუმ აკადემიაში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ბაზაზე სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, ასევე აღნიშნული კოლეჯის ინსტრუქტორებისა და აკადემიის ინგლისური ენის პედაგოგებისათვის გაცვლითი პროგრამის დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიებსაც შეეხო.

 


საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრნენ. რუმინელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, ასევე აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი